საზოგადოება

“დღევანდელი ეპიდსიტუაცია იძლევა საშუალებას, რომ არჩევნებიც ჩატარდეს და სასწავლო პროცესიც დაიწყოს” – გამყრელიძე

,,Aliq media” წერს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში დღეს არსებული ეპიდსიტუაცია იძლევა საშუალებას, არჩევნებიც ჩატარდეს და სასწავლო პროცესიც დაიწყოს, თუმცა რა იქნება 4 თვეში, ამის პროგნოზირება ძნელია.

როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელი სიტუაცია საუკეთესოა რეგიონში, რაც მთელი რიგი ღონისძიებების აღდგენის საშუალებას მოგვცემს.   

,,ამ პანდემიის პირობებში მთელ რიგ ქვეყნებში არჩევნები გადაიდო, სხვაგან არჩევნები ჩატარდა. დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია არის რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო და ის იძლევა საშუალებას, რომ ამ ტიპის ეპიდსიტუაციის დროს ქვეყანაში არჩევნებიც ჩატარდეს, სასწავლო პროცესიც დაიწყოს და სხვა ღონისძიებებიც გაფართოვდეს”,- განაცხადა გამყრელიძემ.

ნახეთ მეტი
Back to top button