მთავარისაზოგადოება

დღეს სომხეთში კორონავირუსთან ინფიცირების რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა

24 ივნისს, 11:00 საათის მონაცემებით  დაფიქსირდა კორონაცირუსის 711ახალი შემთხვევა.   ამის შესახებ იტყობინება სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.

სულ დადასტურდა 21,717 კორონავირუსის შემთხვევა, 24 ივნისს.

ტესტების საერთო რაოდენობაა 100 400 (ერთ დღეში ჩატარდა 2283 ტესტი).

რეალურად მკურნალობის ქვეშაა 10 404ადამიანი (გაიზარდა 40-ით).

ბოლო მონაცემებით, გამოჯანმრთელებულია 10797 ადამიანი, ბოლო დღეს 653 ადამიანი.

სულ 386 პაციენტი გარდაიცვალა (გაიზარდა 14-ით).

ოთხი გარდაცვალების შესახებ დაფიქსირდა წინა დღეს, როდესაც პაციენტს დაუდგინდა კორონავირუსის ინფექცია, მაგრამ გარდაიცვალა თანმხლები  დაავადებით.

ასეთი შემთხვევების საერთო რაოდენობაა 130.

ნახეთ მეტი
Back to top button