საზოგადოება
ლიტვა იმედოვნებს საქართველოსთან საზღვრის გახსნას

,,Aliq media”-ს ინფორმაციით, ლიტვა იმედოვნებს, რომ მალე გახსნის საზღვარს საქართველოსთან და ფრენას განაახლებს. ლიტვის საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიო კომპანია “Lrt.it” – ს ოფიციალური ვებსაიტის ცნობით, ასეთი განცხადება გაკეთდა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ.
”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ განვავახლებთ ფრენებს საქართველოსა და უკრაინის მიმართულებით. ჩვენ დაგეგმილი გვქონდათ მარშის ფრენების განახლება ისრაელთან, მაგრამ ბოლო დროს იქ მდგომარეობა გაუარესდა”,- აღნიშნა მინისტრმა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა ლიტვაშია 1801, რომელთაგან 1,475 გამოჯანმრთელდა და 76 გარდაიცვალა.
საქართველოს მთავრობამ თავის მხრივ განაცხადა, რომ ლიტვა იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელთანაც საქართველო 1 ივლისს განაახლებს ტურიზმს.