საზოგადოება

“პუტინმა ცალკე ოთახში გამიყვანა, მუხლებში ფრჩხილები ჩამასო – საუბარი თვალი თვალში გაყრით მიდიოდა” – სააკაშვილი 2006 წელს პუტინთან შეხვედრას იხსენებს

,,Tert.am“ წერს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა: ,,პუტინმა რაღაც ცალკე ოთახში გამიყვანა, მუხლებში ფრჩხილები ჩამასო – საუბარი თვალი თვალში გაყრით მიდიოდა – და ომით დამემუქრა“. ინფორმაციას გამოცემა “გორდონი” ავრცელებს.

ინტერვიუს დროს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოოდიმირ ზელენკის შეცდომების და მონაპოვრების, ვლადიმერ პუტინტან 5 საათიანი საუბრის, აშშ პრეზიდედნტ ტრამპის და მისი ხელახლა არჩევის შესაძლებლობასთან, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიერ მოყოლილი ტყუილების, ყველაზე მოკაშკაშე მსოფლიო ლიდერების, მისი სახლისა და იმის შესახებ, თუ რატომ არ დააფასეს ის ქართველებმა.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, რუსეთის ლიდერთან საუბარი მინსკში, თანამეგობრობის ქვეყნების სამიტზე 2006 წელს შედგა. მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ მაშინ მისი თანამოსაუბრე “არ ხუმრობდა”.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close