პოლიტიკა
სააკაშვილი მოგვითხრობს, თუ როგორ დარბოდნენ ის და სენატორი მაკკეინი შადრევნების გარშემო და იჯდნენ “ეშმაკის ბორბალზე”.

,,News.am” წერს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა ,,გორდონის სტუმარ“-ზე აშშ-ის გარდაცვლილი სენატორის ჯონ მაკკეინის შესახებ მოგონებები გაიხსენა.
მისი თქმით, იგი მაკკეინს არაერთხელ შეხვედრია.
”მაკკეინი იყო გენიალური ცხოვრებაში, სავსე იუმორით, თვითირონიითა და რომანტიკით. და ტელევიზიით კი, ის ჯოხივით გამოიყურებოდა. და ეს მას უშლიდა”,- აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
მან ისაუბრა მაკკეინთან აჭარაში მოგზაურობის შესახებ.
სააკაშვილმა გაიხსენა, მაკკეინი როგორ “ცურავდა ტალღებში” ერთი ხელით. შემდეგ ისინი სასმელად წავიდნენ, ეწვივნენ გასართობ პარკს, “ირბინეს შადრევნების გარშემო” და დასხდნენ “ეშმაკის ბორბალზე”.