სააკაშვილმა ილაპარაკა, თუ როგორ ეწვია იგი ღამის კლუბებს ტრამპთან ერთად

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დიმიტრი გორდონთან ინტერვიუს დროს დონალდ ტრამპის ბათუმში ვიზიტი გაიხსენა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ბათუმში სტუმრებს ხშირად მასპინძლობდა, მათ შორსი ჰილარი კლინტონს, ჯონ მაკკეინს და დონალს ტრამპს.
„სტუმრებს ძალიან ხშირად ვმასპინძლობდი. ყველას ვიღებდი. ჩვენ დავრბოდით ეშმაკის ბორბლებზე. ძალიან ბევრს უყვარდა იქ ჩასვლა – ჰილარი, ტრამპი, ჯონ მაკკეინი იყვნენ ბათუმში დაახლოებით ათჯერ. ტრამპიც იყო იქ, ჩვენ იქ დავდიოდით ფეხით, მე მას ჩემი ელექტრომობილით ვატარებდი დილის 07:00 საათამდე, ვიყავით ორ ღამის კლუბში, შადრევნებში ვხტუნაობდით, ყველა მხრიდან ვათვალიერებდით „ალისა და ნინოს ძეგლს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
ამავდროულად, სააკაშვილმა თქვა, რომ ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი მას ღამით ესტუმრა და სთხოვა, რომ მისი და ერთი ქალის ქორწილი გადაგვეხადა. ჩვენ კი მოვაწყვეთ ქორწილი, მაგრამ გოგონა გაექცა ბერეზოვსკის და თქვა, რომ სანამ მისი მშობლები არ ჩამოვლენ ვოლგისპირეთიდან ბერეზოვსკის ცოლად არ გავყვებიო“, – გაიხსენა სააკაშვილმა.