
,,1in.am“ წერს, რომ საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილებები, იტყობინება eurointegration.com.
ქართველმა კანონმდებლებმა მეორე მოსმენით 115 ხმით მხარი დაუჭირეს ქვეყნის საარჩევნო სისტემაში საკონსტიტუციო ცვლილებებს. სამმა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ,,ევროპული საქართველოს“ ზოგიერთმა წევრმა ბოიკოტი გამოუცხადა კენჭისყრას. ისინი მოითხოვდნენ, რომ ხელისუფლებამ პირველ რიგში გაათავისუფლოს გიორგი რურუა, როგორც ეს გათვალისწინებულია შეთანხმებებში.
მესამე მოსმენით დასკვნითი კენჭისყრა გაიმართება 29 ივნისს.