მთავარისაერთაშორისო
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და მონაცემი ამ დროისთვის 771-ს შეადგენს. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
სამით არის გაზრდილი კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობაც და მონაცემი ამ დროისთვის 914-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში რჩება – 2744, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 258 პირი.
ქვეყანაში COVID-19-ის ინფექციით 14 პაციენტი გარდაიცვალა.