მთავარიპოლიტიკა

ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა ხელშეუხებელი რჩება. ზურაბიშვილი სარგსიანს

,,Aliq media” წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაბადების დღესთან დაკავშირებით მილოცვა გაუგზავნა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არმენ სარგსიანს.
სალომე ზურაბიშვილმა მიულოცა რა სომხეთის პრეზიდენტს საქართველოს ხალხის და პირადად მისი სახელით, უსურვა მას ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატებები სომეხი და ქართველი ხალხის სასარგებლოდ.

”ისტორიულად, ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს მეგობრობა და თანამშრომლობა. ახლა რთული პერიოდია როგორც სომეხი ხალხისთვის, ასევე მსოფლიო საზოგადოებისთვის, მაგრამ მე ვამაყობ, რომ ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა ხელშეუხებელი რჩება და ჩვენ ვხედავთ დიდ პერსპექტივებს ჩვენი კავშირების გაღრმავებისთვის”,- ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის შეტყობინებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button