მთავარისაზოგადოება

ჯანმო სომხეთს რეკომენდაციებს მისცემს კორონავირუსის დაავადებასთან ბრძოლის მიმართულებით

ჯანდაცვის მინისტრი არსენ თოროსიანი შეხვდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) სომხეთის ოფისის ხელმძღვანელს ეგოორ ზაიტს, ჯანმო ჯანდაცვის საკითხებში ევროპის რეგიონალური დირექტორის სპეციალურ მრჩეველს და ლატვიაში WHO- ს წარმომადგენელს მიშელ ტიერენს, რომელიც ხელმძღვანელობს მისიას სომხეთში.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროდან გვაცნობეს, ჯანმ-ს მისია იმყოფება სომხეთში კოროვირუსული დაავადების მდგომარეობის შესაწავლად და ამასტან დაკავშირებული წინადადებების განხილვის მიზნით.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სამუშაოს შეჯამების შემდეგ, ჯანმო მისიის წინადადებები ხელს შეუწყობენ კოროვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას.

მიშელ ტირინმა გააზიარა ნორქის ინფექციური დაავადებების საავადმყოფოში და „წმინდა გრიგორ განმანათლებლსი“ სამედიცინო ცენტრში ვიზიტის დეტალები და შთაბეჭდილებები.  ექსპერტები გაეცნენ კორონავირუსის მქონე პაციენტთა მკურნალობის პროცედურებს. მან აღნიშნა, რომ პაციენტების გადანაწილება ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს, არ უნდა მოხდეს ამ დაავადებით ინფიცირებული არცერთი ავადმყოფი.

განაგრძო რა მისიის ხელმძღვანელის აზრი, არსენ თოროსიანმა ილაპარაკა პირველადი სამედიცინო დახმარების განყოფილების სამედიცინო პერსონალზე და მათ მზადყოფნაზე, მინისტრის თქმით, ამჯამად ტარდება  ონლაინ ტრენინგები 1000-ზე მეტ სამედიცინო მუშაკის ცოდნის გასღრმავებლად

სტუმარმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეპიდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია რეგიონალური  და ადგილობრივი ორგანიზაციების თანამშრომლობა ინფექციის გამოვლენისა და მართვის ღონისძიებების ორგანიზებაში. მან ასევე ისაუბრა სამი ძირითადი ზომების მიღების აუცილებლობაზე: ნიღბების ტარება, სოციალური დისტანციის შენარჩუნება და ხელების დაბანა და დასძინა, რომ თავიდან უნდა იქნას აცილებული ხალხმრავალი შეკრებები  ჩაკეტილ ადგილებში და სხვა ხალხმრავალ სიტუაციებში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა კვლავ შეხვდნენ გამოცდილების გაცვლასა და შედეგების შეჯამების მიზნით.

ნახეთ მეტი
Back to top button