მთავარისაზოგადოება
75 ჯარისკაცისაგან შემდგარმა სომხურმა სამხედრო ნაწილმა წითელ მოედანზე გაიარა

75-კაციანმა სომხურმა სამხედრო ნაწილმა გაიარა აღლუმზე მოსკოვის წითელ მოედანზე პოლკოვნიკ აშოტ ჰაკობიანის მეთაურობით, როგორც იცით ალღუმი ეძღვნებოდა დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლის იუბილეს. „არმენპრესის“ ცნობით, მათ აღმართეს თამანიანის დივიზიის დროშები და სომხეთის რესპუბლიკის დროშები.



აღლუმში მონაწილეობდა 15 000 სამხედრო პერსონალი, 234 ერთეული ტექნიკა, 80 თვითმფრინავი და ვერტმფრენი.
კორონავირუსის დაავადების გამო, გამარჯვების 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი არ ჩატარებულა 9 მაისს, გადატანილი იქნა 24 ივნისს. 24 ივნისი ასევე სიმბოლური დღეა, ზუსტად 75 წლის წინათ 1945 წლის 24 ივნისს ჯარისკაცების კოლონამ, რომელთაც დაამარცხეს ნაცისტური გერმანია, წითელ მოედანზე გაიარეს.