პოლიტიკა

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო 7,5 მილიონ დოლარს გამოუყოფს სომხეთის მთავრობას ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის

,,არმენპრესი“ წერს, რომ უფრო კონკურენტუნარიანი და დივერსიფიცირებული კერძო სექტორის შესაქმნელად აშშ-ს მთავრობის მხრივ,  შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით, სომხეთის მთავრობას თითქმის 7.5 მილიონი აშშ დოლარი  გამოეყოფა დახმარების ახალი ეტაპით. “არმენპრესი”-ს უწყებით, 2010 წლის 6 აგვისტოს ხელმოწერილ  “სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის უფრო კონკურენტუნარიანი და დივერსიფიცირებული კერძო სექტორის დახმარების” ხელშეკრულებაში მე -14 შესწორებაზე გადაწყვეტილების კენჭისყრა შევა 25 ივნისის სხდომის დღის წესრიგში.
2010-2019 წ.წ. პერიოდში ხელი მოეწერა აღნიშნულ ხელშეკრულებაში 11-13 ცვლილებების შეტანას. ფინანსური სუბსიდიები განხორციელდა კერძო სექტორის განვითარების, საფინანსო სფეროს დახმარებისა და ინფრასტრუქტურის პროგრამების სფეროს ხაზით.

USAID– ის მიერ წარმოდგენილი ნომერ 14 შესწორებით გათვალისწინებულია დამატებითი დაფინანსება 7 მილიონი 467 ათასი აშშ დოლარის ოდენობით (ზემოთ მოყვანილი ხელშეკრულებით შეერთებული შტატების მიერ გაცემული გრანტების ჯამური თანხა იქნება 91 მილიონ 871 ათასი 406,36 აშშ დოლარი).
ახალი თანხები მიმართული იქნება ინფრასტრუქტურული სამსახურების განვითარების მხარდამჭერ პროგრამებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close