ეკონომიკამთავარი

ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ ვერ მიაღწია ამ დონეს – მთავრობა ანტიკრიზისული ბიუჯეტის მისაღებად ემზადება

,,მთავარი არხი” წერს, რომ ოპოზიცია ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით არათანმიმდევრულ განცხადებებს აკეთებს – ამის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ. მათი მტკიცებით, არსებული პროექტი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეათანხმეს და ის გახლავთ ოპტიმალური გამოსავალი არსებული ვითარებიდან.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე და საპარლამენტო მდივანი გიორგი კაკაურიძე მიიჩნევს, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა.

5%-ზე მეტი მიემართა ანტიკრიზისული ღონისძიებების დასაფინანსებლად, ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ ვერ მიაღწია ამ დონეს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს შევძელით ჩვენი პარტნიორების დახმარებით, – განმარტავს კაკაურიძე.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე კი ამბობს, რომ  სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები პანდემიის პირობებში დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად გამოიყოფა.

ჩვენი თანამემამულეები, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს ან კარგავენ, მიიღონ მათ დახმარება – ეს სახელმწიფო ბიუჯეტი იძლევა ამის საშუალებას, – აღნიშნავს კოვზანაძე.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის გეგმას პარლამენტი კენჭს დღეს უყრის. ოპოზიცია აღნიშნულ ცვლილებებს ეწინააღმდეგება, რადგან მათი მტკიცებით, საბიუჯეტო ცვლილებები საზოგადოებრივ ინტერესებს არ ემსახურება.

ნახეთ მეტი
Back to top button