ეკონომიკა
გამოქვეყნდა სომხეთში წარმოებული ნაღმტყორცნების ფოტოები

,,სომხეთი სპუტნიკი“ წერს, რომ სომხეთის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრმა დაიტრაბახა სამამულო წარმოებით.
სომხეთში წარმოებული ნაღმტყორცნების ფოტოები Facebook-ზე გამოაქვეყნა მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრმა, ჰაკობ არშაკიანმა․
”სიამაყით იწარმოება სომხეთში”, – წერს არშაკიანი.
მან დაურთო ნაღმტყორცნების და ნაღმების ფოტოსურათები.

აღსანიშნავია, რომ ადრე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთს ახალი იარაღი აქვს.