მთავარისაზოგადოება

კორონავირუსის შემთხვევების ახალი რეკორდული რაოდენობა აღირიცხა სომხეთში

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ კორონავირუსის შემთხვევების ახალი რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა სომხეთში ბოლო ერთი დღის განმავლობაში. სრ ჯანდაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ 771 ახალი შემთხვევაა რეგისტრირებული.
”იმის გათვალისწინებით, რომ აბსოლუტური რიცხვი ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის თვალსაზრისით, სიტუაცია დაძაბული რჩება. სტაბილური, მაგრამ დაძაბული”, – აღნიშნა თოროსიანმა.
კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობაა 502, ხოლო უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფთა რიცხვი 113. 40 პაციენტი მიერთებულია ფილტვების ვენტილაციის ხელოვნურ მოწყობილობებთან.
მინისტრის განცხადებით, ამჟამად 51 ჰოსპიტალიზირებული პაციენტიდან მხოლოდ ორი იმყოფება სახლში, დანარჩენი სხვა საავადმყოფოებში იმყოფება და ელოდება სპეციალურ საავადმყოფოში გადაყვანას, რომელიც უზრუნველყოფს კორონავირუსის მკურნალობას.
”ეს პროცესი ყოველთვის მიმდინარეობს. მოქალაქეები მიმართავენ, დაავადება დასტურდება და  ელოდებიან კორონავირუსის სამკურნალოდ სპეციალიზებულ საავადმყოფოში გადაყვანას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ გაგებით, ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ სიტუაცია, როგორც “კარგი”, – თქვა თოროსიანმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 24 ივნისს, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 711-ით გაიზარდა და 21,717-ს მიაღწია.

ნახეთ მეტი
Back to top button