მთავარისაერთაშორისო

სამი დღის განმავლობაში საქართველოს მთავრობის კონტროლირებული ტერიტორიიდან აფხაზეთის რეგიონში დაბრუნდა 700 ადამიანი

,,Eadaili.com” წერს, რომ 22-დან 24 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე  მყოფი აფხაზეთის რეგიონის მაცხოვრებლების შინ დაბრუნების მიზნით მოეწყო ჰუმანიტარული დერეფანი. გალის გამშვები პუნქტის  წარმომადგენლის ნანა ჭკადუას თქმით, საზღვარი 700-ზე მეტმა ადამიანმა გადალახა.

 საქართველოდან კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთის რეგიონში დაბრუნებულ ყველა მაცხოვრებელს ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი უტარდება.

„ჩვენ ვერავის ვერ  დავტოვებთ Covid-19- ის ტესტის გარეშე, ჩვენ ვამოწმებთ  ტემპერატურას, სამუშაოს დასრულების შემდეგ, ბიოლოგიური მასალა იგზავნება სოხუმში. ცალკე ვაფიქსირებთ ყველა მონაცემს, ვიღებთ ტელეფონის ნომერს,  მისამართებს ყველასგან და  დადებითი პასუხის შემთხვევაში, შეგვიძლია ვიპოვოთ პაციენტი. ჯერ-ჯერობით ყველა ტესტი უარყოფითია, კოვიდ -19 შემთხვევა არ გამოვლენილა. ადამიანები ნორმალურად რეაგირებენ მასალის აღებაზე“, – დასძინა ჭკადუამ.

ყველა ჩამოსული ექვემდებარება 14-დღიან  საკარანტინო რეჟიმს.

9 დღის განმავლობაში აფხაზეთში არ გამოვლენილა Covid-19– ის ახალი შემთხვევები. კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა დღეს აფხაზეთში 38 ადამიანია. აქედან ხუთი ადგილობრივი მაცხოვრებელი იმყოფება გუდაუთის საავადმყოფოში, გამოჯანმრთელებულია 32 ადამიანი, ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის  აფხაზეთის რეგიონის მონაკვეთზე და აფხაზეთის რეგიონის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე გადაადგილება კვლავ შეზღუდულია კორონავირუსის გავრცელების შედეგად.

ნახეთ მეტი
Back to top button