ეკონომიკა
სომხეთი გამოყოფს ახალ სახსრებს საქართველოსა და თურქეთის საზღვრებამდე გზების შეკეთებისთვის

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ სომხეთი გამოყოფს ახალ სახსრებს გზების შესაკეთებლად საქართველოსა და თურქეთის საზღვრებამდე. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს მთავრობის სხდომაზე.
დაახლოებით 1,8 მილიარდი დრამი (3,75 მილიონი აშშ დოლარი) გამოიყოფა რემონტისა და ხარისხის კონტროლისთვის.
ამ თანხებით, შემოწმდება საგზაო სარემონტო სამუშაოების ხარისხი თურქეთის საზღვრიდან სოფელ მარგარამდე (ქალაქ არმავირის სიახლოვეს), გზაზე ქალაქ თალინიდან სოფელ ქარაკერტამდე და შემდგომ თურქეთის საზღვრამდე. და ბოლოს, ქალაქ ვანაძორიდან ტაშირამდე და საქართველოს საზღვრამდე (სოფელი პრივოლნოე).
ზოგადად, სახელმწიფო ბიუჯეტში კაპიტალური ხარჯები მთავრობის საკუთარი სახსრებით (საკრედიტო პროგრამების გარდა) გაიზარდა 22-დან 31 მილიარდ დრამამდე (დაახლოებით 65 მილიონი აშშ დოლარი).