ეკონომიკამთავარი

2019 წელს სომხეთის ეკონომიკურმა ზრდამ გადააჭარბა ყველა მოლოდინს. ფინანსთა სამინისტრო

,,News.am” წერს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა სომხეთის ეკონომიკური ზრდის პოტენციალი შეაფასეს 4-4,5 პროცენტით, მაგრამ სომხეთის მთავრობამ გადაწყვიტა 4,9 პროცენტიანი ბარიერი დაედგინა. ამის შესახებ სრ ფინანსთა მინისტრმა ატომ ჯანჯუღაზიანმა განაცხადა, 24 ივნისს, სრ ეროვნული ასამბლეის რიგგარეშე სხდომაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვის დროს.

მაგრამ, როგორც მინისტრმა აღნიშნა, წლის შედეგებმა აჩვენა, რომ ზრდა უფრო მაღალია და 7.6% შეადგინა.
შედარებისთვის, ჯანჯუღაზიანმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში 2019 წელს ზრდა, შესაბამისად, 1.4 და 1.6 პროცენტი იყო.
”2019 წელს საგადასახადო შემოსავლებმა 200 მილიარდი დრამით გადააჭარბა 2018 წლის საგადასახადო შემოსავალს”, – განაცხადა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button