
როგორც NEWS.AM-ი წერს, სომხეთის მთავრობამ თავის გუშინდელ სხდომაზე მოიწონა 2020 წლის 13 მაისს ხელმოწერილი “სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის „უფრო კონკურენტუნარიანი და ღირსეული კერძო სექტორის მხარდაჭერის შესახებ“ ნომერ 14 ცვლილების დამტკიცების შესახებ“ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი. USAID– ის მიერ წარმოდგენილი 14 ცვლილების თანახმად, დაგეგმილია სომხეთისათვის დამატებით გამოყოფილი იქნას 7 მილიონ 467 ათასი აშშ დოლარი.
ამერიკული მხარის მიერ ზემოთ მოცემულ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრანტების ჯამი შეადგენს 91 მილიონ 871 ათასი 406.36 დოლარს. დამატებითი თანხები მიმართული იქნება ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის პროგრამებში.