ეკონომიკა

ბოლო მონაცემებით, პოსტპანდემიურ მოთხოვნებს 459 სასტუმრო აკმაყოფილებს

,,ინფო9″ იუწყება, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის სავალდებულო რეგულაციების შემოღება გახდა საჭირო, მათ შორის განთავსების ობიექტებისთვის. ახალი რეგულაციები სოციალური დისტანციის დაცვას, დეზინფექციას, ოთახების დალაგების ახალ წესებს და სხვა მოთხოვნებს მოიცავს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ყველა სასტუმრო, რომელსაც ოპერირების გაგრძელება სურს, ვალდებულია გაითვალისწინოს დამტკიცებული რეკომენდაციები და ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდეს, რის შედეგადაც შრომის ინსპექცია განახორციელებს შემოწმებას, რომლის დადებითი დასკვნის საფუძველეზე განთავსების საშუალებები შეძლებენ საქმიანობის აღდგენას.

24 ივნისის მონაცემებით, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროში დარეგისტრირებულია 1 675 სასტუმრო. შემოწმება დაიგეგმა 1 331 სასტუმროში, საიდანაც სავალდებულო მოთხოვნები 459-მა სასტუმრომ დააკმაყოფილა. 291-მა სასტუმრომ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, 581-მა კი განაცხადა, რომ მზად არ არის შემოწმებისთვის და დრო სჭირდება.

ინსპექტირების გავლის შემდეგ სასტუმროების შესახებ ინფორმაციის განახლება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემთა ბაზაში ხდება. სასტუმროების სია შეგიძლიათ ამ ბმულზე ნახოთ.

ნახეთ მეტი
Back to top button