მთავარისაზოგადოება

გამოიცა რომის პაპის სომხეთში ვიზიტის ამსახავი საფოსტო მარკა

ვატიკანმა გაავრცელა ახალი საფოსტო მარკა, რითაც  შეუერთდა გაეროს ინიციატივას, 2020 წლის  “მცენარეთა ჯანმრთლობის  დაცვის საერთაშორისო წლად“ გამოცხადების შესახებ.  ინფორმაციას ავრცელებს  სომხეთის საპატრიარქო.

მარკა ასახავს რომის პაპის სომხეთში ვიზიტის დროს  რომის პაპი ფრანცისკო და სრულიად სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ მეორე თუ როგორ რწყავენ ნოეს სიმბოლურ კიდობანში დარგულ ვაზს, რითაც ადასტურებენ, რომ მცენარეებისა  და დედამიწის ჯანმრთელობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

24 ივნისს აღინიშნება უწმიდესი რომის პაპის ფრანცისკის სომხეთში  ვიზიტის 4 წლისთავი. ვიზიტი ფართოდ გაშუქდა  და  მსოფლიო აღიარება  ჰპოვა.

ნახეთ მეტი
Back to top button