საერთაშორისო

გაცრუებული იმედები – საქართველოს საზღვრები ტურისტებისთვის 1 ივლისიდან არ გაიხსნება

ჩვენს  მეზობელ ქვეყანაში ტურიზმის ვითარებასთან დაკავშირებით ოპტიმისტური პროგნოზები არ გამართლდა.  საქართველოს მთავრობამ გააგრძელა შეზღუდვები რეგულარულ საერთაშორისო საჰაერო კომუნიკაციებზე 2020 წლის 31 ივნისამდე. ინფორმაციას „სპუტნიკი-საქართველო“ ავრცელებს,  საქართველოს  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე დაყრდნობით.

„გადაწყვეტილება რეგულარული საჰაერო ფრენების განახლების შესახებ მიიღება საქართველოში და მთელ მსოფლიოში, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებსა და მოგზაურებს, თავი შეიკავონ ბილეთების შეძენისაგან  სხვადასხვა  მიმართულებებით, სანამ არ დადასტურდება რეგულარული საჰაერო კომუნიკაციის განახლების თარიღი.

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ეკატერინა ტიკარაძის განცხადებით, ჩარტერული ფრენები კვლავ იქნება, სქართველოს  მოქალაქეების სამშობლოში დააბრუნების მიზნით. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ჩასვლისთანავე ყველამ უნდა გაიაროს 14 – დღიანი საკარანტინო რეჟიმი.

ნახეთ მეტი
Back to top button