მთავარისაზოგადოება
“დამზადებულია სომხეთში“: სომხური წარმოების ნაღმტყორცნები გამოირჩევიან სიზუსტით (ვიდეო)

სომხეთის მთავრობის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც მოთხრობილია შტამპით “დამზადებულია სომხეთში” წარმოებული ნაღმებისა და ჭურვების შესახებ.
„საზღვარგარეთან წარმოებულებთან შედარებით, ჩვენ მივაღწიეთ შესანიშნავი შედეგს, ჩვენი ნაწარმი გამოირჩევა სიზუსტით. სამიზნეს ხვდება ცდომილების გარეშე.
82 მმ ნაღმტყორცნი და ჭურვები გამოცდის ეტაპზე იმყოფებიან. მალე სერიული წარმოება დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 14 მაისს მთავრობაში გამართული დებატების დროს, სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთს აქვს ყველა საჭირო ინტელექტუალური და სამეცნიერო პოტენციალი სამხედრო-ინდუსტრიული სფეროს განვითარებისთვის.