საერთაშორისო

„საქმე ჩხუბამდე მივიდა“ – კანდელაკმა აღიარა, რომ სააკაშვილმა მასზე იძალადა

„Матч ТВ“-ის მთავარი პროდიუსერი თინა კანდელაკი დეტალებს ავრცელებს პოლიტიკოს მიხეილ სააკაშვილთან ინციდენტის შესახებ. კანდელაკმა აღიარა, რომ სააკაშვილმა  შეურაცხყოფა მიაყენა მას. ამის შესახებ თინამ განაცხადა YouTube-ის  შოუში  “დაქალები“.

„ჩემი ამბავი კლასიკურია, როდესაც სააკაშვილი ცდილობდა ეძალადა ჩემზე , როცა მან  ამიყვანა ხელში და მიწას მოვწყდი მე მას მივმართე:  „ჩამომსვი და არ დაგავიწყდეს  დრონი მეფობენ და არა მეფენი.  ნუ იზამ ისეთს, რომ არც ერთ ქართველს არ მოუნდეს შენს საფლავზე ფეხის დადგმა“. – თქვა კანდელაკმა.

ჟურნალისტმა აღნიშნა,  რომ ქართველებს აქვთ ტრადიცია დაკრძალონ ძლიერი ლიდერები სვეტიცხოველში, რომელიც დიდი ხანია საქართველოს მთავარი ტაძარია და ცოცხალი ადამიანები მათ საფლავზე დადიან.

„შემდეგ საშინელი სკანდალი მოხდა. მე მრავალი წლის განმავლობაში არ მომეცა საშუალება საქართველოში ჩავსულიყავი. ამით ის ცდილობდა ჩემს მიმართ „ძალა ეხმარა“.  მან ვერ მიაღწია წარმატებას. მეჩვენება, რომ მასაც შეეშინდა“, – თქვა ტელეწამყვანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button