ეკონომიკა

PCR ტესტირებისთვის აპარატურის შესაძენად ADB საქართველოს 400 ათას ევროს გამოუყოფს

,,ნეტგაზეთი” წერს, რომ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ინფორმაციით, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოს 400 ათასი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყვეს. როგორც ADB-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ეს თანხა სამედიცინო აპარატურის შეძენას მოხმარდება, რაც PCR ტესტირებისთვის არის საჭირო.

“აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი 400 000 ევროს ოდენობის გრანტი ხელს შეუწყობს საქართველოს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას, შეიძინოს სამედიცინო აპარატურა. გრანტის თანხა მოხმარდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უახლესი აპარატურის შეძენას ე.წ. PCR ტესტირებისთვის”, – წერია განცხადებაში.

გრანტის გარდა, აზიის განვითარების ბანკმა მიმდინარე წელს საქართველოს 100 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხიც გამოუყო, რომელიც საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს მთავრობას და დააფინანსებს ანტიკრიზისულ გეგმას.

ნახეთ მეტი
Back to top button