მთავარისაზოგადოება

ისტორიას ვერ შეცვლი: როგორ გადაარჩინეს სომხებმა ებრაელთა ოჯახი

სომხები ხშირად აკვირდებიან გულის ხმას, არად მიაჩნიათ საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდება.  „იად ვა-შემ“-ის, ისრაელის ჰოლოკოსტის და ჰეროიზმის მემორიალის სიაში, ასობით გმირს შორის რომლებმაც იხსნეს ებრაელები ნაცისტებისგან  – 21 სომხური სახელია ისინი 1915 წელს სასწაულებრივად გაექცნენ თურქულ ჟლეტას და   საცხოვრებლად გადავიდნენ საფრანგეთში. შემდეგში კი –  1941 წელს, მათმა საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით  გადაარჩინეს ებრაული ოჯახები ნაცისტთა შურისძიებისგან.

გამოცემა  „The Armenian Weekly“   წარმოგიდგენთ ორი მათგანის ისტორიას, რომლებმაც გადაარჩინეს ერთი ოჯახი საკუთარი სიცოცხლის საფასურად. ერევანდი და ელბის ბეურკჯიანები ცხოვრობდნენ პარიზის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და ჰყავდათ 10 წლის ვაჟი, ალფრედ-ფრანსუა. ერვანდი იყო პატიოსანი და წესიერი ადამიანი, რომელიც დღე და ღამე მუშაობდა ოჯახის სარჩენად.

ჯოზეფ და ჰელენ გოლდჰამერები ცხოვრობდნენ იმავე უბანში და მათ ჰქონდათ ბავშვთა ტანსაცმლის მაღაზია. 1941 წელს, ებრაელ წყვილს მაღაზიები ჩამოართვეს მას შემდეგ, რაც ივნისში მიიღეს კანონი, ებრალეთა ქონების „გაარიელების“ შესახებ. მათი მაღაზია ფრანგებს გადასცეს, რომლებიც  გერმანელებთან თანამშრომლობდნენ. წყვილი საარსებო წყაროს გარეშე დარჩა, მათმა ბინა ჩააბარეს და საცხოვრებლად იმავე სახლის სხვენში გადავიდნენ.  ებრაელთა მასობრივი დაპატიმრებები პარიზში 1942 წელს დაიწყო. დააპატიმრეს 13 152 ადამიანი, რომელთაგან 4 115 ბავშვი იყო. ყველანი გადააგზავნეს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში. ჯოზეფი და ჰელენი სასწაულებრივად გადაურჩნენ დაპატიმრებას, მაგრამ იცოდნენ, რომ პოლიციელები მალე იპოვნებენ მათ და გაუსწორდებოდნენ.

ამ დროს მათ დახმარების ხელი გაუწოდა სომეხთა ოჯახმა.  გაიგეს თუ არა მომხდარის შესახებ  ერვანდმა და ელბისმა გადაწყვიტეს  დაემალათ ისინი  საკუთარ ბინაში.

ბეურკჯიანებს ესმოდათ, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა ამას, მაგრამ  ისინი არ შეჩერებულან. სომხებზე კარგად ხომ არავინ იცის, რას ნიშნავს  იყო დევნილი, მხოლოდ საკუთარი  ეროვნული კუთვნილების გამო.  

ბეურკჯიანების ბინა პატარა იყო, ყველას ერთ ოთახში უნდა ეცხოვრა. ებრაული ოჯახი დაახლოებით 8 თვის განმავლობაში ცხოვრობდა მათ სახლში. უფრო მეტიც, პატარა ალფრედ-ფრანსუა თითქმის ყოველდღე აკვირდებოდა თავის მშობლებს, თუ უცებ ქუჩაში მანქანა გამოჩნდებოდა, ის მათ აფრთხილებდა.

1943 წელს ნაცისტებმა განაცხადეს, რომ ყველა, ვინც მალავდა ინფორმაციას ებრაელთა ადგილმდებარეობის შესახებ, სასტიკად  დაისჯებოდა. იმისთვის, რომ კეთილ საქმეს  უბედურება არ მოჰყოლოდა, გოლდჰამერებმა დატოვეს  მათი სახლი და შესძლეს  დამალვა 1944 წელს პარიზის განთავისუფლებამდე.

ომის შემდეგ, ორი ოჯახი კვლავ შეხვდნენ და სამუდამოდ მეგობრებად დარჩნენ.  მოგვიანებით, ჯოზეფი და ჰელენი ისრაელში გადავიდნენ, მაგრამ არასოდეს დაუვიწყებიათ სომეხი ოჯახის სიკეთე. 1982 წელს, უკვე ზრდასრული  ალფრედ-ფრანსუა, ეწვია ისრაელს და იპოვა 82 წლის ქალი ჰელენ გოლდჰამერი. იმავე წელს „იად ვა-შემ“-ის მუზეუმმა ერევანდის და ელბის ბეურკჯიანების სახელები შეიტანა  სიაში “მსოფლიოს ხალხთა გმირები და სიმართლისმოყვარულები“.  სია იწყება 3 000 წლის წინანდელი ებრაული ლოცვიდან ამოღებული სიტყვებით:  “ის, ვინც ერთ სულს გადაარჩენს, მთელ სამყაროს გადაარჩენს“.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close