მთავარისაზოგადოება

„სურსათის მსოფლიო ატლასი“ წარმოგიდგენთ სომხური სუპების საუკეთესო ექვსეულს

ამ წვნიანი კერძების დამზადება არა მხოლოდ მარტივია, არამედ ზაფხულის სიცხეში მეტად აქტუალურიცაა.

ექვსი ტრადიციული სომხური სუპის რეცეპტები, რომლებსაც სომხეთში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვთ და  თაობიდან თაობას გადაეცემ,  გასაკვირი არ არის, რომ  აღმოჩნდნენ  “სურსათის მსოფლიო ატლასის”  სიაში.

„World Food Atlas“ არის  ინტერაქტიული პროექტი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ კერძებს. ქვეყნის სახელზე დაჭერით  წყაროს  ვიზიტორს  შეუძლია გაარკვიოს რა გემრიელი კერძების ჭამა შეიძლება ამა თუ იმ ქვეყანაში და სად.  საიტი შეიქმნა 2018 წელს, მაგრამ უკვე საკმაოდაა გავრცელებული.

“ატლასზე” წარმოდგენილ თითოეულ წვნიანს აქვს ისტორია. ცნობილია, რომ ყველა რეცეპტი საუკუნეების განმავლობაში ჩვენ  თავდაპირველ ფორმაში გადმოგვეცა.

„World Food Atlas“-ის ყველაზე პოპულარული სომხური წვნიანი კერძების  ჩამონათვალში შედის “ბულიონი”,  “მანთაპური”, “ქიალაგოში”, “ვოსპაპური”, “სპასი” და “კოლოლაკი”.

ბულიონი

„ატლასში“  ნათქვამია, რომ ბულიონი ტრადიციული სომხური სუპია, რომელიც მზადდება  ქათმის ბულიონისა  და საქონლის ხორცისაგან. ძროხის ფარშისაგან ამზადებენ გუფთებს, უმატებენ  სანელებლებს, ბრინჯს, ხახვსა და კვერცხის გულს. გუფთებს ხარშავენ ქათმის ბულიონში. მიწოდებისას ცხელ კერძს მოაყრიან სხვადასხვა  დაწრილ მწვანილეულს.

ბულიონი

უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთში სუპი ყოველთვის არ მზადდება ქათმის ბულიონით, ბევრსი მას ამზადებს  ჩვეულებრივი ადუღებული წყლით.

მანთაპური

სიაში მეორე  ტრადიციული სომხური კერძი – მანთაპურია. წვნიანის გასაკეთებლად გამოიყენება მაწონი, არაჟანი, კვერცხი, ფქვილი, დაჭრილი ნიორი, წყალი ან ხორცის ბულიონი. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაკეთდეს  სომხური პილმენი, რომელსაც ხორცით ავსებენ.  ისინი ყურებს ჰგვანან, რის გამოც მათ ხშირად უწოდებენ „ყურის სუპს“ („აკანჯაპურ“) .

მანთაპური

ქიალაგოში

მშრალი მაწონის საფუძველზე მომზადებული ტრადიციული სომხური კერძი უნდა მივირთვათ  ხმელი ლავაშით. სუპმა სიაში მესამე ადგილი დაიჭირა. მის მოსამზადებლად იყენებენ  კვერცხის, ფქვილის, მაწონის, ჩამანის, ნიორისა და კაკლის სოუსს.  შეიცავს ოსპს, ხახვსა და მზესუმზირას ზეთს.  უპირველესად მზადდება სოუსი, რომლისთვისაც  მშრალ მაწონს  შეურევენ კვერცხის გულს,  მაწონს , ჩამანს, ფქვილს, ნიორსა და ნიგოზს. უნდა მოიხარშოს ოსპი, გაიხეხოს ხახვი.  შემდეგ ჩვენ ვიწყებთ კერძის “შეგროვებას”. ღრმა თეფშზე ვაფენთ ლავაშს, ლავაშზე ოსპს, ემატება  მაწვნის სოუსი და მოთუშული ხახვი.

ქიალაგოში

ოსპის წვნიანი

“ატლასის” სიაში მეოთხე ადგილზეა ოსპი. გაზეთის ცნობით, კერძის საფუძველია ოსპი, რომელსაც წყალში ან ხორცის ბულიონში ადუღებენ. წვნიანის გასაკეთებლად, თქვენ ასევე გჭირდებათ ბარდა, სტაფილო, ნიახური, ბურღული.

ოსპის წვნიანი

სპასი

ტრადიციული სომხური  სპასი, რომელიც ყველა ნაზი გემოს  მისაღებად ხშირად ემატება  რამდენიმე კოვზი არაჟანი ან ნაღები.

სპასი

კოლოლაკი

ტრადიციულმა სომხურმა  ხორცის „კოლოლაკმა“  მეოთხე ადგილი დაიკავა.  ხორცს ბრინჯს, ხახვს, ოხრახუშს  და სანელებლებს, ხანდახან კარტოფილსაც უმატებენ.

კოლოლაკი

მოხარშეთ ხორცის გუფთები,  შეანელეთ   მწვანილით და ათქვეფილი კვერცხით.

ნახეთ მეტი
Back to top button