მთავარისაზოგადოება

არსებობს სამი ერი, რომლებმაც გავლენა მოახდინეს რუსეთის კულტურაზე: სერგეი სტეპაშინი

რუსეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა სერგეი სტეპაშინმა HAYASA Center– სთან ინტერვიუში ილაპარაკა თავისი მოგონებების შესახებ  სომხეთის, სომხების, აგრეთვე რუსეთ-სომხური ურთიერთობების ირგვლივ.

სტეფაშინის თქმით, არსებობს სამი ერი, რომლებმაც გავლენა მოახდინეს რუსეთის კულტურაზე.

„არის სამი ერი, რომლებიც როგორღაც შეეთავისა  რუსეთის კულტურას, ჯერ  ცარის  რუსეთს, შემდეგ კი  საბჭოთა კავშირს: ესენი არიან ისინი, ვინც პეტრეს ჩამოჰყვა ჰოლანდიიდან და გერმანიიდან, ესენი არიან სომხები, რომლებიც ეკატერინეს დროს მოვიდნენ და მესამე ქართველებია. მართალია ქართველები უფრო ნაკლებად, მაგრამ პოლიტიკა მაინც პოლიტიკაა და ქართველები კი კვლავ ჩვენი ხალხია“, -თქვა მან.  

სტეპაშინი ასევე შეეხო ორ ძმურ ხალხს შორის კულტურული ურთიერთობების თემას.

„წარვადგინეთ რა ჩვენი ქვეყანა, თან სომხეთიც წარვადგინეთ,   ჩვენ  შევქმენით ძალიან საინტერესო გეოგრაფიული გზა, რადგან სომხეთის შესახებ ბევრმა არ იცის.  იციან ერევანი, მათ იციან სევანი … ყველამ იცის ყარაბაღი, მათ შორის მე, რადგან ვოლსკისთან ერთად  (არკადი ვოლსკი) მეც იქ ვმსახურობდა 80-იანი წლების ბოლოს, მაგრამ ცოტა ადამიანმა თუ იცის საინტერესო ტაძრები, უნიკალური სილამაზით განთქმული ადგილები”.  – თქვა რუსეთის ფედერაციის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა.

სერგეი სტეპაშინი ასევე შეეხო სომეხთა ხოცვა-ჟლეტის თემას სუმგაითსა და ბაქოში.

„მახსოვს, რომ ვიყავი სუმგაითში, ვნახე დაღვრილი სისხლი.  სხვათა შორის, მე ვიყავი ბაქოს რეგიონის კომენდანტი, როდესაც ჩვენ ვიხსენით სომხები  ხოცვა-ჟლეტისაგან, ეს ამბავი თვითონ ვნახე“,- თქვა სტეპაშინმა.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close