დსთ -ს ქვეყნებს აღელვებთ საქართველოსა და უკრაინაში ბიოლაბორატორიების უსაფრთხოების საკითხი

უკრაინასა და საქართველოში აშშ –ის ბიოლაბორატორიების უსაფრთხოების საკითხი აღელვებთ დსთ-ს ქვეყნებს. ამის შესახებ ტასს-ის კორესპოდენტს აცნობა დსთ-ს ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრეი ნოვიკოვმა.
”მთელ მსოფლიოში არსებულმა ვითარებამ გამოავლინა კიდევ ერთი პრობლემა: ბიოლაბორატორიების გახსნა დსთ-ს ქვეყნების მოსაზღვრე ტერიტორიებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად უცხო უწყებებსა და ფონდებს ეკუთვნით. აშშ- ს ბიოლაბორატორიების უსაფრთხოება უკრაინასა და საქართველოში განსაკუთრებითი შემაშფოთებულია, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყნებში სახელმწიფო ადმინისტრირების პრობლემაა”, – თქვა ნოვიკოვმა.
მისი თქმით, “გარკვეულ ვითარებაში” არსებობს ბიომასალის გაჟონვის საფრთხე. ეს არ ეხება ტერორიზმს, მაგრამ უარყოფითი შედეგების საშიშროება არსებობს, როგორც ეს ხდება ნებისმიერ მაღალტექნოლოგიურ პროცესში.
ფაქტიურად, ეპიდემიის გამოცდილების ამჟამინდელმა დონე საშუალებას იძლევა წარმოვიდგინოთ თუ რა მოხდება ბიომასალის გაჟონვის ან დაკარგვის შემთხვევაში. ეს საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“,- თქვა დსთ-ს ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა, წერს TASS– ი.