მთავარისაერთაშორისო

ევროკავშირი 1-ლი ივლისიდან საქართველოსთვის საზღვრებს ხსნის

ევროკავშირის კომისია 26 ივნისს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდა, რომ შენგენის ქვეყნებში შესვლა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისათვის 1-ლი ივლისიდან იქნება ნებადართული. ევროპაში შესვლა 14 ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის გათვალისწინებული. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა 1-ლი ივლისიდან ნებადართული იქნება საქართველოს, ავსტრალიის, ალჟირის, კანადის, მაროკოს, ახალი ზელანდიის, რუანდის, სერბეთის, ტაილანდის, ტუნისის, ურუგვაის, ჩერნოგორიის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის მოქალაქეებისათვის. 

სიაში ვერ მოხვდა აშშ, რუსეთი, ბრაზილია, თურქეთი, ისრაელი, საუდის არაბეთი და ჩინეთი. კომისია აღნიშნულ ქვეყნებთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდა და ამ ქვეყნებისთვის საზღვრების გახსნის საკითხს მომავალ კვირაში კიდევ ერთხელ განიხილავს.

ამასთან, ევროკავშირის განცხადებით, ქვეყნების ჩამონათვალს ყოველ ორ კვირაში გადახედავენ, რის შემდეგაც, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მონაცემები შესაძლოა შეიცვალოს.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close