საერთაშორისო

მიხეილ სააკაშვილი – „ოცნებამ“ თბილისის უბნები დაამსგავსა ბრაზილიურ ფაველებს, ამას ქართველი ხალხი და მე დავასრულებთ შემოდგომით

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის უბნები დაამსგავსა ბრაზილიურ ფაველებს, ამას ქართველი ხალხი და მე დავასრულებთ შემოდგომით“, – აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

იგი „კანონიერ ქურდებზე“ საუბრობს და აცხადებს, რომ მმართველი პარტიის ლიდერის შვილი, აქტიურადაა ჩართული პოლიტიკაში და კრიმინალურ ავტორიტეტებთან მეგობრობს.

„შევარდნაძის დროს შს მინისტრი ხვდებოდა აეროპორტში “კანონიერ ქურდებს”, დღეს კი ქვეყნის მმართველის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის და მმართველი პარტიის ლიდერის შვილი, რომელიც თავადაც აქტიურადაა ჩართული პოლიტიკაში, შვილს უნათლავს „კანონიერ ქურდის“ შვილს და მეგობრობს ამ კრიმინალურ ავტორიტეტ- „კაწროსთან“. თბილისის უბნები „ქართულმა ოცნებამ“ დაამსგავსა ბრაზილიურ ფაველებს. ამას ქართველი ხალხი და მე დავასრულებთ შემოდგომით“, – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close