საზოგადოება

რა გახდის სომხურ იარაღს კონკურენტუნარიანად საერთაშორისო ბაზარზე

სამხედრო ექსპერტის დავით ჰარუთიუნიანის აზრით, ადრე იყო გამოცხადებული, რომ სომხეთი აქტიურად მუშაობს საკუთარი იარაღის შესაქმნელად და რომ ნაღმმტყორცნი არ არის ყველაზე დახვეწილი იარაღი, თუმცა, სომხეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ამჟამად აქვს უფრო მეტი ამბიციური გეგმები რაც დაკავშირებულია არა თუ სამხედრო სახეობებთან, არამედ  ტექნიკური აღჭურვილობასთან,  საკონტროლო და რადიო-ელექტრონული საბრძოლო სისტემებთან.

„შეიარაღების თვალსაზრისით, ეს ბლოკი შეიძლება უფრო პერსპექტიული იყოს, რომელსაც აქვს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა, ვიდრე ნაღმტყორცნების საკითხს.

დავით ჰარუთიუნიანის თქმით, სომხეთს ჯერ კიდევ არ აქვს შესაძლებლობა აწარმოოს მძიმე იარაღი, რადგანაც  პირველ რიგში მას სჭირდება ნედლეული, რომლის იმპორტი საკმაოდ ძვირია. ექსპერტის აზრით, ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანასაც კი არ შეუძლით შექმნან   რთული სისტემები.

„ამ გაგებით, ლოგიკურია, რომ სომხურ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს უნდა ჰქონდეს გამომუშავებული მისი მასშტაბები,  რომლის საშუალებითაც მას შეეძლება  გამოიყენოს თავისი პერსონალი და მატერიალური რესურსი, ასევე საბჭოთა პერიოდიდან შემორჩნილი გამოცდილება, ცეცხლსასროლი იარაღის ადგილობრივი წარმოების ნიმუშები“,  – თქვა სამხედრო ექსპერტმა.

დავით ჰარუთიუნიანის თქმით, ყოველთვის დგება მომენტი, როდესაც უნდა დაიწყოს ავტომატის წარმოება, რაც შეიარაღებული  ძალების საფუძველია, ასევე უნდა მოხდეს  შეცვლაც  და მოდერნიზებაც, და ამ გაგებით, შესაბამისი ქარხნის გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო სომხეთის სამხედრო მრეწველობის ისტორიაში. ექსპერტის აზრით, ზოგიერთი სომხური იარაღი შეიძლება გახდეს  კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზარზე, რადგან აქ თავს იყრის ხარისხისა  და ხელმისაწვდომი ფასის ერთობლიობა, თუმცა ამ ბაზარზე ძალიან აგრესიული კონკურენცია არსებობს.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close