მთავარისაზოგადოება
სტრასბურგის მერად ჟანა ბარსეღიანი აირჩიეს
ეროვნებით სომეხი საფრანგეთელიი პოლიტიკოსი ჟანა ბარსეღიანი სტრასბურგის მერად აირჩიეს, იუწყება Tellerreport-ი.
სტრასბურგის საქალაქო არჩევნებში გარემოსდამცველმა ჟანა ბარსეგიანმა მიიღო ხმების 42,5%.
ჟანნა ბარსეღიანი დაიბადა პარიზის რეგიონში, მაგრამ 2002 წელს იგი საცხოვრებლად სტრასბურგში გადავიდა, სადაც ის დღემდე ცხოვრობს.
იქ მან შეისწავლა ფრანკო-გერმანული სამართალი, გახდა იურისტ-ეკოლოგი. როგორც ეკო-აქტივისტი, ბარსეღიანი მონაწილეობდა მრავალ გარემოსდაცვით პროექტში. ერთ-ერთი მათგანია პროექტი „ცოცხალი რაინი“ , რომლის მიზანია მდინარე რაინის ეკოსისტემის გამოცოცხლება.
ჟანა ბარსეღიანი ასევე თანამშრომლობს სომხეთთან, ახორციელებს პროექტებს ეკოტურიზმის, გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის სფეროში.