მთავარისაზოგადოება

ჯავახეთი ადგილობრივი ტურისტების მოლოდინშია

საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ  სამთვიანი იზოლაციის შემდეგ დაისვენონ,  მაგრამ ამჟამად ეს შესაძლებლობა მხოლოდ ქვეყნის შიგნით აქვთ.  ინსპექტირების შემდეგ  გაიხსნება სასტუმროები, საოჯახო სასტუმროები და რესტორნები.

საქართველო, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის შემდეგ შედარებით კარგ მდგომარეობაშია, გააუქმა თითქმის ყველა შეზღუდვა და მოუწოდა მოქალაქეებს, „აღმოაჩინონ საქართველო“.

ამ დღეებში საქართველოს მაცხოვრებლებს აქვთ შესაძლებლობა აღმოაჩინონ საქართველო თავისი  მრავალფეროვნებით. ტურიზმის ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ იციან თავიანთი ქვეყანა ისე,  როგორც უცხოელმა ტურისტებმა.

რადგანაც  დღეს არ არსებობს შენგენის ქვეყნების ვიზების გამოყენების შესაძლებლობა, რომელიც სამი წლის წინ მიენიჭათ, ქართველებმა  უნდა დაისვენონ საკუთარ  ქვეყანაში.

პირველი დამსვენებლები უკვე გამოჩნდნენ აჭარის ზღვის სანაპიროებზე. სხვათა შორის, უკვე ერთი თვეა, რაც აქ  ახალი ვირუსის მატარებლები არ გამოვლენილან.  “რადიოლურთან” საუბრისას ამბობს აჭარის სომეხთა კავშირის  პრესმდივანი არტურ  ოგანესიანი.  

”შეიძლება ითქვას, რომ აქ ტურისტული სეზონი ზოგადად იწყება 1 ივლისიდან, მაგრამ წელს ნაკლებად სავარაუდოა, რომ  დაიწყოს.  მხოლოდ შიდა ტურისტები თუ მოვლენ. ჯერჯერობით უცნობია, გაიხსნება თუ არა  გზა უცხოელი ტურისტებისთვის. ეს პირველდ ხდება, რომ ბათუმი ცარიელია.

არტურ ოგანესიანის სიტყვებით, გარდა ზღვისპირისა აჭარაში არის სხვა მრავალი  ადგილიც, რომლის ნახვაც სიამოვნებას მოგანიჭებთ.  

საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მრავლად არის ცნობილი ტურისტული მიმართულებები,  ძნელად მისასვლელი გზებითაც კი. ასეთ ადგილთა შორისაა თუშეთი. ის უცხოელი ტურისტების  საყვარელ ადგილად რჩება.  სხვათა შორის, თუშეთი არის რეგიონი, სადაც “ჩიტო-გვრიტო” ცხოვრობს. აქაა გადაღებული ცნობილ  ფილმ  “მიმინო”-ს რამდენიმე ეპიზოდი.

სომხებით  დასახლებული  სამცხე-ჯავახეთი საქართველოს “მწვანე ზონაშია” ․ ამჟამად ვირუსის გავრცელება არ აღირიცხება. სასტუმროები და ატრაქციონები იხსნება. ჯავახელი სომხები იმედოვნებენ, რომ ქვეყნის მოქალაქეები ამჯობინებენ ამ რეგიონის „აღმოჩენას“ თავისი ღირსშესანიშნაობებით. აქ ხომ ერთმანეთს ერწყმის სომხური და ქართული.

“მოდით გავეცნოთ რაბათის ციხე-სიმაგრეს ახალციხეში, რომელიც ბოლო წლებში შეკეთდა. მას ყოველთვის მოინახულებენ  ტურისტები  მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ახალციხე ასევე ცნობილია თავისი ულამაზესი ბუნებითა და სახელოვანი ადამიანებით. აქ დაიბადნენ შარლ აზნავური,  ლუსინე ზაქარიანი,  კარდინალი აღაჯანიანი, რომელიც რომის პაპად აირჩიეს, მან კი  უარი თქვა“, –  ამბობს  საიტის «Akhaltskha.net» მთავარი  რედაქტორი ედუარდ აივაზიანი.

ახალციხის მეზობლად კურორტები  ბასთუმანი, ბორჯომი და ბაკურიანია. ბაკურიანი  საბჭოთა დროიდან იყო სათხილამურო კურორტი, ხოლო წლის სხვა სეზონებში იგი გამოირჩევა თავისი წიწვოვანი ტყეებითა და სუფთა ჰაერით.

ბაკურიანი წელიწადში დაახლოებით 150 000 ტურისტს იღებს, მათი უმეტესობა ადგილობრივი ტურისტია. აქ ადგილობრივები – ქართველები, სომხები, ოსები – ყოველთვის ტურიზმით არიან დაკავებულნი, ყველა მათგანი წარმატებული ბიზნესმენია. როგორც

ტურიზმის სპეციალისტი ანა მურადიანი ეუბნება „რადიოლურს“,   „ხალხმა უკვე დაიწყო ბაკურიანის მონახულება, სასტუმროები აპირებენ სტუმრების მიღებას. ბაკურიანი ასე ცარიელი არასდროს გვინახავს. ეპიდემიამ  აქ ყველაფერი შეაჩერა ზამთრის საუკეთესო პერიოდში. აქ კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჩვენი რეგიონი მწვანე ზონად არის გამოცხადებული, აქ დასვენება უსაფრთხოა“.

თავად ჯავახეთში, ედუარდ აივაზიანის თქმით,  ”შეგიძლიათ გაეცნოთ ვარძიის კომპლექსს, რომელიც უძველესი დროიდან იყო მომაჯადოებელი თავისი მშვენიერი კლდოვანი სტრუქტურით.  გარდა ამისა ჯავახეთში შეგიძლიათ ეწვიოთ ჯივანის, ტერიანის სახლ- მუზეუმებს,  ტბებს:  ფარვანას, ტაბაწყურს ․․․ და თუ წალკას ჩართავთ თქვენს  ტურისტულ  პროგრამაში, იქ  მშვენიერ ბუნებას და ჩანჩქერებს ნახავთ“.

წალკაში, სხვათა შორის, ამ დღეებში ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური პროექტის განხორციელება მიმდინარეობს.  ეს არის სოფელ დაშბაშთან  შუშის ხიდის მშენებლობა. ვიმედოვნებთ, რომ  ეპიდემიის  დასრულების შემდეგ, ტურისტების რაოდენობა ერთი მილიონით გაიზრდება. თავისი ცნობილი ხეობის გამო, სომხებით  დასახლებული დაშბაში  ერთ – ერთი ახალი ტურისტული მიმართულებაა ქვეყანაში.

ავტორი: გიტა ელიბეკიანი

ნახეთ მეტი
Back to top button