მთავარიპოლიტიკა

გაიმართება ვიდეო კონფერენცია ზოჰრაბ მნაცაკანიანის და ელმარ მამედიაროვის მონაწილეობით

,,სპუტნიკი სომხეთი” წერს, რომ 29 ივნისს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა გამართა ვიდეო კონფერენცია ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან იგორ პოპოვთან (რუსეთი), შტეფან ვისკონტთან (საფრანგეთი), ენდრიუ შოფერთან (აშშ), ასევე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პერსონალურ წარმომადგენელთან ანჯეი კასპრჩიკისთან. ინფორმაციას აწვდის სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
მნაცაკანიანმა და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა განიხილეს მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესის გარემოსთან დაკავშირებული საკითხები.
საუბრის დროს, მიღწეული იქნა შეთანხმება, 30 ივნისს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით, “ჩატარდეს ვიდეო კონფერენცია სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით.”

ნახეთ მეტი
Back to top button