საზოგადოება

ივანიშვილის კომპანიამ იპოდრომი ივანიშვილის “ქართუს” მიყიდა

,,მთავარი არხი” წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა იპოდრომი გაყიდა. საბურთალოს ცენტრში მდებარე ათობით ათასი კვადრატული მეტრი ფართობის სარეკრეაციო ზონის გასხვისებით ივანიშვილმა 20 მილიონი დოლარი მიიღო. ქართული ოცნების ლიდერს ამ გარიგებით არაფერი დაუკარგავს. იპოდრომი “ქართუს” გადაეცა. 

ოპოზიციის შეფასებით, სავარაუდოდ საქმე გვაქვს ფულის გათეთრების სქემასთან. მათივე ვარაუდითმ ოლიგარქი წინასაარჩევნოდ თანხების მობილიზებას ახდენს, რომელსაც ის არჩევნებზე, მისი პარტიის სასარგებლოდ დახარჯავს.

არის შეკითხვა ვინ არის შემომწირველი და ვინ არის რეალურად თანხის წყარო…არის თუ არა ეს შემოწირულობა ოფშორული კომპანიებიდან, ან გაურკვეველი ფირმებიდან და ხომ არ გვაქვს საქმე ფულის გათეთრების ალბათობასთან – ამბობს “ევროპული საქართველოს” წევრი ირაკლი აბესაძე

იპოდრომის ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქცია ივანიშვილის კომპანიებმა 19 ივნისს შეასრულეს 

ნახეთ მეტი
Back to top button
Close