მთავარისაზოგადოება

სომხურ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების მსურველებს შეუძლიათ 1 ივლისიდან გადალახონ საქართველო-სომხეთის საზღვარი და გაიარონ გამოცდები

მიღწეულია შეთანხმება საქართველოს შესაბამის დეპარტამენტებთან, რომ განმცხადებლებს, რომლებსაც  სომხეთის უნივერსიტეტებში სურთ სწავლის გაგრძელება  2010 წლის 1 ივლისიდან  შეეძლებათ გადალახონ  საქართველო-სომხეთის საზღვარი  და  2-დან 8 ივლისს მონაწილეობა მიიღონ  ერთობლივ  გამოცდებში 2020-2021 სასწავლო წლისათვის.   (აუცილებელია საქართველოს პასპორტი). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩოს ფეისბუქ გვერდი აქვეყნებს.

საქართველოდან სომხეთში, საპირისპირო მიმართულებით შეგიძლიათ იმოგზაუროთ მხოლოდ სადახლო-ბაგრატაშენის გამშვები პუნქტით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

სომხეთის რესპუბლიკის კომენდანტის ნებართვის თანახმად,  სომეხის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ 14-დღიანი თვითიზოლაციის პირობა არ გამოიყენება.

ამავე დროს, გაცნობებთ, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, განმცხადებლები იგზავნებიან საკარანტინო ზონაში, საქართველოში მოქმედი წესების შესაბამისად.

გთხოვთ, მოგვაწოდოთ  სასწრაფო ინფორმაცია საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთის ვადების შესახებ, ასევე საქართველოში დაბრუნების პირობების შესახებ.

– საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთა, დღე, თვე,

– სომხეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთა, დღე, თვე

თქვენ უნდა წარადგინოთ  ინფორმაცია [email protected]  საიტზე ან დარეკეთ +37410 57 63 96.

შეკითხვებისთვის ან დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შეფასებისა და ტესტირების ცენტრის თანამშრომელს, გაიანე გევორგიანს (მობ. +37494 120 120) ან თერეზა ჰალაჯიანს (მობ.  +37443 517 518).

ამავე დროს, ჩვენ ვაცნობთ, რომ განმცხადებლები უკვე დარეგისტრირებულნი არიან და მხოლოდ მათ შეეძლებათ საზღვრის გადაკვეთა“, – წერს საქართველოში სომხეთის საელჩო „ფეისბუქის“  გვერდზე.

ნახეთ მეტი
Back to top button