პოლიტიკა

სრ შეიარაღებული ძალების დანაყოფებში ჩატარდა საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებელი ღონისძიებები

,,არმენპრესი” წერს, რომ მეორე სამხედრო ნაწილის სარდალი, პოლკოვნიკი ა.ჰარუთიუნიანი  26 ივნისს ეწვია სამხედრო პოზიციებს,  ადგილზე გაეცნო ოპერატიულ ვითარებას და წინა ხაზზე განხორციელებულ საინჟინრო სამუშაოებს.
შემოწმდა სამხედრო მორიგეობის პირობები, პოზიციების კეთილმოწყობა, სამხედრო მოსამსახურეთა საბრძოლო მზადყოფნის დონე და მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა. სამხედრო ნაწილის მეთაური სამხედროებს ესაუბრა და მისცა შესაბამისი მითითებები.

როგორც “არმენპრეს”-ს აცნობეს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უნარების გაუმჯობესების მიზნით, 26 ივნისს მე-4 სამხედრო გაერთიანების ტირში სამხედრო მოსამსახურეებთან ჩატარდა პრაქტიკული სავარჯიშო შეხვედრა.
განთავისუფლებულ სასწავლო პუნქტებში სამხედრო მოსამსახურეებს დაევალათ კიდევ ერთხელ დაიცვან უსაფრთხოების წესები, გაიარონ საცეცხლო მომზადების ტესტები.

23 – დან 26 ივნისამდე, კომისიამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა პოლკოვნიკი ა. პეტროსიანი, სრ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, შემოწმებები ჩაატარა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციაში, ვ. სარგსიანის სახელობის სამხედრო და მარშალ  ა. ხანფერიანცის სახელობის სამხედრო საავიაციო უნივერსიტეტში.
შემოწმდა და შეფასდა შინაგანი და დაცვის სამსახურების ორგანიზებისა და მართვის მიმართულებით, სამხედრო მოსამსახურეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, აგრეთვე ჯარების სამსახურების ორგანიზების მიმართულებით განხორციელებული სამუშოები.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close