პოლიტიკა

სტრასბურგის ახლადარჩეული მერი პირველი რესპუბლიკის ქალი დეპუტატის შვილიშვილია. დეტალები

,,News.am.” წერს, რომ სტრასბურგის ახლადარჩეული მერი ჟანა ბარსეღიანი არის დაშნაკთა სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწის სარგის ბარსეღიანის და სომხეთის პირველი რესპუბლიკის ერთ – ერთი დაშნაკი დეპუტატის, პერჭუჰი პარტიზპანიანის შვილიშვილია.
მისმა პაპის მამამ, სარგის ბარსგიანმა, განათლება მიიღო ჟენევის უნივერსიტეტში, შემდეგ გაემგზავრა ბაქოში, სადაც მან მოაწყო ინფორმაციული პროკლამაციების გავრცელება სომეხ მუშათა შორის.

ბარსეღიანმა შუშიში მონაწილეობა მიიღო სამხედრო ოპერაციაში “შტორმი” და დაპატიმრებულ იქნა. ციხისკენ მიმავალ გზაზე, მისი თანამებრძოლები თავს დაესხნენ პატიმრების თანმხლებ მცველებს და გაათავისუფლეს ბარსეღიანი, თან წაიღეს რა იარაღი და საბრძოლო მასალა. მოგვიანებით სარგისმა აქტიური მონაწილეობა მიიღო სომხურ-თათრულ კონფლიქტში, მოქმედებდა ნახჭევანის მხარეში, შემდეგ 1906 წელს გადავიდა ვანში, მონაწილეობა მიიღო სომხურ-თურქულ ომებში. ვანში ის იყო პარტიული ფიგურა, აირჩიეს კარინის ბიუროს წევრად. სარგის ბარსეღიანი დააპატიმრეს ასობით სომეხ ინტელექტუალთან ერთად დააკავეს და 1915 წელს მოკლეს, რის შედეგადაც იგი გახდა სომეხთა გენოციდის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი.

მისი მეუღლე, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, მწერალი პერჭუჰი პარტიზპანიანი ასევე სწავლობდა ჟენევაში. 1909 წელს იგი ცოლად გაჰყვა სარგის ბარსეღიანს და ქმრის მკვლელობის შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ბულგარეთში, შემდეგ თბილისში (საქართველოში), სადაც ასწავლიდა ჰოვნანიანის და გაიანიანების სსასწავლებლებში. სომხეთის პირველი რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ, იგი გადავიდა ერევანში თავის ერთადერთ ვაჟთან, არმენთან ერთად, ხოლო 1919 წლის ივლისში იგი არჩეულ იქნა პარლამენტის წევრად, შევიდა ამერიკის მზრუნველთა კომიტეტში. რესპუბლიკის დაცემის შემდეგ, ის ემიგრაციაში წავიდა სომხეთიდან. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ცხოვრობდა სოფიაში, შემდეგ საბოლოოდ დასახლდა პარიზში, სადაც ხელმძღვანელობდა ნანსენის ოფისს და განაგრძო თავისი პრო-სომხური საქმიანობა ნანსენიის ორგანიზაციაში სომეხი მიგრანტების დასახმარებლად. პერჭუჰი პარტიზპანიანი გარდაიცვალა 1940 წელს. პარიზში.
ლიტერატურულმა კრიტიკოსებმა განსაკუთრებით დიდად დააფასეს მისი 1938-39 წლის ბოსტონის ჟურნალ “სამშობლოში” გამოქვეყნებული წიგნი “დამწვარი დღეები”, რომელშიც მან სრულად წარმოადგინა თავისი მოგონებები კონსტანტინოპოლის ცხოვრებისა და გენოციდის შესახებ. ეს წიგნი მოგვიანებით 2004 წელს გამოიცა ფრანგულ ენაზე, თარგმნა ავტორის ვაჟმა და შვილიშვილების დახმარებით, შემდეგ კი სომეხი მკითხველის მაგიდაზე დაიდო სომეხთა გენოციდის 100 წლისთავზე.

ჟანა ბარსეღიანის ბაბუა, იურისტი არმენ ბარსეგიანი, საფრანგეთში ცხოვრობდა და შვილებს და შვილიშვილებს სომხური სულისკვეთებით ზრდიდა.
ჟანა ბარსეგიანი, რომელიც პარიზში დაიბადა, 2002 წელს სტრასბურგში გადავიდა, სადაც სწავლობდა ფრანგულ-გერმანულ კანონს და ბაბუას მაგალითზე გახდა იურისტი. თუმცა, ჟანა ბარსეღიანს უკეთესად იცნობენ, როგორც გარემოს დამცველ აქტივისტს.
როგორც ეკო-აქტივისტი, ბარსეღიანმა მონაწილეობა მიიღო მრავალ გარემოსდაცვით  პროექტში. ის არჩევნებში ლიდერობს საფრანგეთის “ევროპა, ეკოლოგია, მწვანეთა” პარტიის სიას.
შეგახსენებთ, რომ სომხური წარმოშობის ფრანგი პოლიტიკოსი ჟანა ბარსეღიანი არჩეულ იქნა სტრასბურგის მერად, რომელმაც მიიღო ხმების 42.5%.

ნახეთ მეტი
Back to top button