მთავარისაზოგადოება

ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა იტალიას, ლიტვას, რუსეთს და საფრანგეთს, კოროვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერის მიზნით სპეციალისტების გამოგზავნისთვის

,,არმინფო” წერს, რომ მადლობას ვუხდით ლიტვისა და იტალიის მთავრობას სომხეთში მედიცინის მუშაკების ჰუმანიტარული მისიის გამოგზავნისთვის, რაც გუნდური მუშაობის და პროგრამა Team Europe -ს შედეგია. ამის შესახებ ტვიტერის მიკრობლოგზე დაწერა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. ”ჩვენ მადლობას ვუხდით ჩვენს დიასპორასა და საფრანგეთის და რუსეთის საერთაშორისო პარტნიორებს, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერის მიზნით სპეციალისტების გამოგზავნისთვის”, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.
აღსანიშნავია, რომ შაბათს იტალიიდან ერევანში ჩამოვიდა 11 ექიმისგან შემდგარი ჯგუფი პანდემიასთან ბრძოლაში თავიანთი სომეხი კოლეგების დასახმარებლად. ამასთან, 23 ივნისიდან სომხეთში იმყოფება ლიტვიდან ჩამოსული სამედიცინო პერსონალი (11 ადამიანი), ხოლო 24 ივნისს ჩამოვიდა11-კაციანი ფრანგული მისიის მეორე ჯგუფი. უფრო მეტიც, გასულ კვირას რუსეთიდან ერევანში ჩამოვიდა 50 ექიმი და სპეციალისტი.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close