კულტურა

სომხურმა ფილმმა “ლორიკმა” 4 ჯილდო მიიღო აშშ-ში ფესტივალზე

,, ნოვოსტი-სომხეთი” წერს, რომ სომხურმა ფილმმა “ლორიკმა” ნიუ – იორკში, ფილმის ფესტივალზე, გრანდიოზული პრიზი მოიპოვა “narrative Feature” კატეგორიაში.
“ლორიკის” დრამის რეჟისორია ალექსეი ზლობინი (რუსეთი), მთავარ როლს ასრულებს ცნობილი სომეხი მსახიობი მიქაელ პოღოსიანი.
დაჯილდოების ცერემონია შედგა ნიუ იორკში, იტყობინება prlog.org წყარო.
ფილმის სიუჟეტი
ფილმში მოთხრობილია ლოურენს ოლივიეს სახელით უცნაურობებით სავსე მსახიობის ისტორია, რომელშიც წარმოდგენილია არა მხოლოდ ერთი მსახიობი, არამედ აღწერილია ადამიანების ცხოვრების გართულებები, პრობლემები, სიხარული, ცდუნება, ტირილი, სიცილი, ტრაგიკომედია.
ლორიკი ქუჩაში გადის თეატრალურ კოსტუმებში, რაც დაცინვას და გაკვირვებას იწვევს. ხალხი მას ირონიით უყურებს, ხოლო ლორიკი გულგრილია მის გარშემოთა მიმართ. ის ვერც კი ამჩნევს, რომ მის მშობლიურ თეატრს სხვა აუდიტორია არ ჰყავს და დახურვის ზღვარზეა. მას არც კი ათბობს დიასახლისის ანას გულწრფელი სიყვარული. ლორიკი მხოლოდ თავისი გმირების ემოციებით ცხოვრობს.

საზოგადოება დაკავებულია ყოველდღიური პურის შოვნით, უახლესი ტექნოლოგიები დომინირებს ცხოვრებაში, ადამიანებს  ართმევს სულიერს.
თეატრის დახურვის შემდეგ, შოკირებულ ლორიკთან სასწაული ხდება. იგი იწყებს სხვა ადამიანების სხეულებზე გადასვლას, ისევე, როგორც ადრე იღებდა საყვარელი პერსონაჟების იმიჯს. ზოგჯერ ის მთვრალი მეზობლის სხეულში ჩნდება, ზოგჯერ კი პრეზიდენტობის კანდიდატი ხდება, ზოგჯერ ლამაზი ქალია, ზოგჯერ კი ის სიკვდილის პირას მისული ბავშვია.

ნახეთ მეტი
Back to top button