მთავარისაზოგადოება
არცახი დახმარებას გაუგზავნის აშშ-ს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად

არცახელი ხალხის სახელით, ადგილზევე წარმოებული სამედიცინო მასალები გაიგზავნება კალიფორნიაში, აშშ- ში, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამის შესახებ “ფეისბუქის” გვერდზე არცახის საპარლამენტო ფრაქცია “არცახის დემოკრატიული პარტიის” ხელმძღვანელმა დავით მელქუმიანმა დაწერა.
”მინდა გაცნობოთ, რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელებთან, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესთან, სახელმწიფო მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან კონსტრუქციული მსჯელობის შედეგად, მიღწეულია შეთანხმება, რომ რომ სამედიცინო დანიშნულების ნივთები გაგზავნილიყო შეერთებულ შტატებში არცახელი ხალხის სახელით“,- წერს მელქუმიანი.
როგორც მან თქვა, დახმარება სიმბოლური იქნება, მაგრამ ამით არცახის რესპუბლიკა შეუერთდება გლობალურ ბრძოლას COVID-19 -ის წინააღმდეგ.