მთავარისაერთაშორისო

ევროკავშირი 1 ივლისიდან გახსნის საზღვარს 14 ქვეყანასთან, მათ შორიც საქართველოცაა

როგორც „ნიუს.ამ“ წერს, ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, რომლებთანაც 1 ივლისიდან საზღვრები გაიხსნება. გადაწყვეტილება 30 ივნისს, ევროსაბჭოს რეკომენდაციაზე დაყრდნობით იქნა მიღებული.

მიმდინარე ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოსთან გარდა, ევროკავშირის საზღვრები იხსნება შემდეგი ქვეყნებისთვის:

  • ალჟირი
  • ავსტრალია
  • კანადა
  • იაპონია
  • მონტენეგრო
  • მაროკო
  • ახალი ზელანდია
  • რუანდა
  • სერბეთი
  • სამხრეთ კორეა
  • ტაილანდი
  • ტუნისი
  • ურუგვაი

რაც შეეხება ჩინეთს, მათი მოქალაქეებისთვის საზღვრები ორმხრივი შეთანხმების შემთხვევაში გაიხსნება.

ანდორას, მონაკოს, სან მარინოსა და ვატიკანის მაცხოვრებლები კი, აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველზე, ევროკავშირის ბინადართა სტატუსით ისაგებლებენ.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close