ეკონომიკა

“ოცნებამ” რუსეთს მწვანე შუქი აუნთო – შავ ზღვაში ანაკლიის კონკურენტი რუსული პორტის მშენებლობა დასრულდა

,,New Posts” წერს, რომ იმ დროს, როცა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ებრძოდა საქართველოს მთავრობა სხვადასხვა მეთოდებით, ამ დროში რუსეთის ხელისუფლება აფინანსებდა მის ღრმაწყლოვან პორტს – ამის შესახებ “საქართველო-ევროპის ბიზნეს საბჭოს” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, რუსეთში შავ ზღვაზე კონკურენტი პორტი აშენდა, რის გამოც საქართველომ უზარმაზარი ინვესტიცია დაკარგა.
ახალი პორტი ქერჩის სრუტეში აშენდა. ტამანის ღრმაწყლოვანი პორტი 220 ათას ტონამდე სატვირთო გემების მიღებას უკვე შეძლებს.

“საქართველომ, დროებით, მაგრამ დაკარგა უზარმაზარი ინვესტიცია. იმ დროს, როცა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ებრძოდა საქართველოს მთავრობა სხვადასხვა მეთოდებით, ამ დროში რუსეთის ხელისუფლება აფინანსებდა მის ღრმაწყლოვან პორტს. და სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ იმაზე ეზრუნა დღევანდელ მთავრობას, რომ როგორმე დახმარებოდა ანაკლიის პროექტის განხორციელებას, ყველაფერი გააკეთეს, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეჩერებულიყო”, – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close