სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების ზოჰრაბ მნაცაკანიანის და ელმარ მამიადაროვის ვიდეო კონფერენციის დროს, მნაცაკიანმა ხაზი გაუსვა, რომ მიუღებელია აზერბაიჯანის სამხედრო და დესტრუქციული განცხადებები. ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
”მნაცაკანიანმა აღნიშნა, რომ ისინი ზიანს აყენებენ სამშვიდობო პროცესის სტაბილურობას და აფერხებენ ხალხის მშვიდობისათვის მომზადების საქმიანობას“.
ამავდროულად, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია უზრუნველყოფილი იქნას არცახის მოსახლეობის მუდმივი უსაფრთხოება, მათ შორის თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილების უფლება.
შეხვედრის დროს განიხილეს პირისპირ შეხვედრების შესაძლებლობები და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების რეგიონში ვიზიტთან დაკავშირებული საკითხები, ხაზი გაესვა, რომ შეხვედრები გაგრძელდება მომდევნო თვეშიც.
შეგახსენებთ, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელი ვიდეო კონფერენცია ჩატარდა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების იგორ პოპოვის (რუსეთი), შტეფან ვისკონტის (საფრანგეთი), ენდრიუ შოფერის (აშშ) მონაწილეობით.
ვიდეო კონფერენციის დროს განიხილეს ეპიდემიის პირობებში სამშვიდობო პროცესებთან დაკავშირებული საკითხები.