საზოგადოება

სომხეთში წარმოებული კორონავირუსის ტესტები მალე საავადმყოფოებს გადაეცემა

სომხეთში წარმოებული კორონავირუსის PCR ტესტები მალე საავადმყოფოებს გადაეცემათ. ინფორმაცია ამის შესახებ პრესკონფერენციაზე გაავრცელა სომხეთის ეროვნული სმეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა არსენ არაქელიანმა.

”უახლოეს დღეებში, ჩვენ მივიღებთ ოფიციალურ წერილს სომხეთის  ჯანდაცვის სამინისტროდან, რომლის შემდეგ დაიწყება ტესტების მიწოდება. დღეში 2 000 ტესტის დამზადება შეგვიძლია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მოცულობის გაზრდა. ახლა უკვე 6000 ტესტი მზად არის, ”- თქვა არსენ არაქელიანმა.

სომხური წარმოების PCR ტესტებს 98-100 პროცენტიანი სიზუსტე გააჩნია.

ნახეთ მეტი
Back to top button