მთავარიპოლიტიკა

რუმინეთის სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქია გამოეხმაურა ევროსაბჭოს 3 დეპუტატის პრო-აზერბაიჯანულ განცხადებას

,,არმენპრესი” წერს, რომ რუმინეთის სომხური საზოგადოება გამოეხმაურა ევროპარლამენტის დეპუტატის ტრაიან ბასესკუს, ჟელიანა ზოვკოსა და მარინა კალურიანდის განცხადებას. “არმენპრესი” წარმოგიდგენთ რუმინეთის სომეხთა საზოგადოების რეაქციას, რომელიც მოაწოდა რუმინეთის სომეხთა ეპარქიის პრესსამსახურმა.

”ევროპარლამენტის წევრების: ტრაიან ბასესკუს (რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი), ჟელიანა ზოვკოსა და მარინა კალიურანდის განცხადებამ რუმინეთში მცხოვრები სომხების ღრმა იმედგაცრუება და გაკვირვება გამოიწვია.
ვეცადეთ რა არ გაგვეკეთებინა პოლიტიკურ განცხადებები, ამასთანავე არ შეგვეძლო პასუხი არ  გაგვეცა ასეთი განმცხადებებლებისთვის, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ  მაღალი ტრიბუნებიდან. ამავე დროს, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს არ ასახავს ევროპარლამენტის, ევროკავშირისა და სხვა ევროპული ინსტიტუტების ოფიციალურ პოზიციას.

ნათელია, რომ ეს დეპუტატები მიზანმიმართულად ეწინააღმდეგებიან ევროკავშირის და ეუთოს მინსკის ჯგუფის მიერ მიღებულ მიდგომას, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ყველა მოქმედება უნდა შეესაბამებოდეს პრინციპებს, რომელიც დამტკიცებულია ეუთოს მინსკის ჯგუფის მიერ. თანასწორობისა და თვითგამორკვევის უფლება, ტერიტორიული მთლიანობის და ძალის გამოუყენებლობის პირობა.


ეს კი ნიშნავს, რომ განცხადების ავტორები ან არ იცნობენ ამ საკითხის იურიდიულ და პოლიტიკურ საფუძვლებს, ან ასრულებენ სხვა დაინტერესებული მხარის, აზერბაიჯანის დაკვეთას. რაც შეეხება სურვილს, რომ არცახის ხალხმა გზა ააშენოს, ეს სრულად შეესაბამება არცახში მცხოვრები მოსახლეობის  ნორმალური ცხოვრებისა და ეკონომიკურ ინტერესების ქონის უფლებას. ყოველ შემთხვევაში, უცნაურია, რომ აზერბაიჯანში საომარი მოქმედებების და მრავალი სხვა ადამიანის უფლებების დარღვევის ფონზე, ზემოხსენებული დეპუტატები შეშფოთებულნი არიან მაგისტრალის მშენებლობით. უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი გზის მშენებლობის მიზანია ხალხისთვის ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, მათი ტერიტორიის პოლიტიკური სტატუსის მიუხედავად. გზების და სხვა ინფრასტრუქტურის არსებობის სურვილი მთიანი ყარაბაღის სომეხი ხალხის ფუნდამენტური უფლებებიდან გამომდინარეობს და არანაირად არ შეიძლება საფრთხე შეუქმნას რეგიონალურ და საერთაშორისო უსაფრთხოებას.

ასეთი არაკონსტრუქციული განცხადებებით, ავტორები, ფაქტობრივად, მხარს უჭერენ აზერბაიჯანის აგრესიულ, სამხედრო და ანტიჰუმანური მიზნების მიღწევას, რაც გლობალური ეპიდემიის დღეებში აჩვენეს, როდესაც მრავალი შეთანხმების მიუხედავად, აზერბაიჯანელმა სნაიპერებმა განაგრძეს საზღვრების დამცველი სომეხი ჯარისკაცების მოკვლა.
იმის ნაცვლად, რომ დაგმონ აზერბაიჯანის და თურქეთის ანტიჰუმანური პოლიტიკა, რამაც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ალყაში მოაქცია არცახი და სომხეთი, ეს ევროპელი კანონმდებლები იყენებენ ტერმინს “უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორია”, ამგვარად ეწინააღმდეგებიან ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიდგომას და გამოთქვამენ აზერბაიჯანის სურვილს, რომ არაკეთილგანწყობილნი იყვნენ არცახის ხალხის მიმართ.
და ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ბოლო პერიოდში აზერბაიჯანის ხელისუფლება მუდმივად აკეთებს სამხედრო სულისკვეთების განცხადებებს და არ მალავს საომარი მოქმედებების დაწყების სურვილს. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ აზერბაიჯანი არის აგრესორი ქვეყანა, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები და არსებობს დიქტატორული რეჟიმი.

უცნაურია, რომ ასეთი განცხადება კეთდება ასეთი ტრიბუნიდან, ისეთ დღეებში, როდესაც სრულდება აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ შაჰუმიანის რეგიონის ოკუპაციის 28 წელი. 1992 წ. ივნისის შუა რიცხვებში აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთლიანად დაიკავეს შაჰუმიანის რეგიონი და მასობრივი სისასტიკით გააძევეს სომეხი მოსახლეობა. სრულყოფილი ეთნიკური წმენდის შემდეგ, აზერბაიჯანმა თავისი ხალხით დაასახლა რეგიონის ორი ათეული სომხური დასახლებული პუნქტი. იგივე ბედი ეწვია აზერბაიჯანის მიერ ოკუპირებულ არცახის მარტაკერტისა და მარტუნის რაიონებს. ეს ყველამ იცის, მაგრამ რატომღაც, მთიანი ყარაბაღი ევროპარლამენტის ზემოხსენებული სამი წევრისთვის ოკუპირებულ ტერიტორიად ითვლება.

შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღი (არცახი) არასოდეს ყოფილა აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილი. ჯერ კიდევ 1918-1920 წლებში, თვითგამორკვეულ არცახის სომეხ მოსახლეობას, საბჭოთა პერიოდშიც კი, ჰქონდათ თვითგამორკვეული პოლიტიკური ტერიტორიული ერთეულის სტატუსი. 1988 წ. 19 თებერვალს დაიწყო თვითგამორკვევის უფლების ხელახალი დადასტურება, რომელიც დასრულდა 1991 წლის 10 დეკემბერს ჩატარებული რეფერენდუმით. ამ დღეს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა გამოცხადდა ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნებით.

ზემოხსენებული განცხადება ეწინააღმდეგება სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების სულისკვეთებას და არ შეესაბამება ევროპარლამენტის ოფიციალურ პოზიციას.
ჩვენ ვგმობთ და ვითხოვთ განცხადების იმ დებულებების გაუქმებას, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებსა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებს, რაც შეიძლება გამოხატული იყოს ევროპარლამენტის მიერ განხილულ რეზოლუციაში.
ჩვენ, როგორც რუმინეთის სომხური საზოგადოება, რომელმაც ამ სტუმართმოყვარე და კურთხეულ მიწაზე დაახლოებით 1000 წლის ისტორია შექმნა, რუმინეთის მეგობრულ ხალხს მისცა მრავალი პიროვნება, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქვეყნის განვითარებასა და კეთილდღეობაში, ვგმობთ ამგვარ განცხადებებს და გამოვხატავთ უკმაყოფილებას სომხეთის საკითხებით მთავარი მომხსენებლის, ტრაიან ბასესკუს პოზიციის გამო. შეგახსენებთ, რომ წლების წინ ბატონმა ბასესკუმ უარყოფითი განცხადებები გააკეთა რუმინეთში მცხოვრები სომხების შესახებ. ეს უკვე ძალზე შემაშფოთებელია და აჩვენებს, რომ ბატონი ტრაიან ბასესკუ ვერ ახერხებს თავისი მოვალეობების  კეთილსინდისიერად და მიუკერძოებლად შესრულებას.

ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ სამივე ევროკავშირის დეპუტატს, რომ მთიანი ყარაბაღის ხალხს, ისევე როგორც ყველა სხვა ერს აქვს თავისუფლად და უსაფრთხოდ ცხოვრების უფლება, ისეთი რამ, რაც უბრალოდ შეუძლებელი იქნება აზერბაიჯანის შემადგენლობაში. ამავდროულად, ჩვენ ვაცხადებთ, რომ მთიანი ყარაბაღის ან არცახის საკითხი არა მხოლოდ სომხეთისა და არცახის სომეხთა, არამედ 8 მილიონიანი სომხური დიასპორის საკითხია. ამიტომ, როგორც 8 მილიონიანი ძლიერი დიასპორა, რომელიც ცხოვრობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ჩვენ კიდევ ერთხელ და სამუდამოდ ვუცხადებთ მსოფლიოს, რომ არცახი არასოდეს იქნება აზერბაიჯანის შემადგენლობაში. ეს არ არის მხოლოდ სიტყვა, არამედ ფიცი, რომელიც ყველა სომეხმა მისცა მისი დაბადების დღიდან და სიკვდილამდე ერთგულია მისი. ამიტომ, თუ აზერბაიჯანი ოდესმე შეეცდება საფრთხე შეუქმნას არცახის  სომეხი მოსახლეობის უსაფრთხოებას, ის ნამდვილად მიიღებს ყველაზე დიდ კონტრშეტევას დიასპორის მხრიდან”.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close