მთავარისაზოგადოება

საქართველოში გაიხსნა ბოლო მკაცრი საკარანტინო ზონა

,,Tert.am“ წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა გააუქმოს მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანში (ქვემო ქართლის რეგიონი), რომელიც მიიღეს კორონავირუსული ეპიდემიის აფეთქების საშიშროების გამო.
”ქვემო ქართლის რეგიონში 67 – დღიანი საკარანტინო რეჟიმის შემდეგ,  გაიხსნა ბოლო დახურული ზონა, სოფელი მუშევანი. დღეიდან ადგილობრივი მაცხოვრებლები შეძლებენ თავისუფლად გადაადგილებას საქართველოს მასშტაბით”,- საქართველოს ხელისუფლების განცხადებას ციტირებს სააგენტო ,,ტასსი“.
მუშევანი, ბოლნისის რაიონთან, ისევე როგორც მარნეულის რეგიონთან ერთად, 23 მარტიდან საკარანტინო ზონად გამოცხადდა. მარნეულის რაიონი გაიხსნა 18 მაისს, მოგვიანებით ბოლინის მუნიციპალიტეტი, მაგრამ სოფელი მუშევანი დახურული დარჩა.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსული ინფექციის 931 შემთხვევაა დაფიქსირებული საქართველოში, გამოჯანმრთელდა 795 ადამიანი, გარდაიცვალა 15 ადამიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button