მთავარისაზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 23 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
,,პირველი არხი” წერს, რომ საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 939 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 23 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 817-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 3080 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 242.