მთავარისაზოგადოება

სომხური ტესტების გამოცდის პასუხი მიღებულია. გარანტია მიიღო ოთხი ნიმუშიდან სამმა

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულმა ცენტრმა  უკვე გამოსცადა სომხური ტესტები და ოთხიდან ნიმუშის მომზადების მეთოდების გარანტია მიიღო სამმა. კომენდანტის სხდომის შემდეგ შემდგარ ბრიფინგზე აღნიშნა სრ ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის  მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა არსენ არაქელიანმა.

“ამ სამი ნიმუშის დამზადებით, სომხური ტესტები უზრუნველყოფენ საკმაოდ მაღალ სიზუსტეს. ჩვენ ვგეგმავთ იმდენი ტესტის დამზადებას, რომლებიც დააკმაყოფილებენ სომხეთში ტესტირების მოთხოვნილებას. ყოველდღიურად იწარმოება 2000-2500 ტესტი”,- აღნიშნა მან.

არაქელიანის თქმით, რადგან უკვე მიღებულია გამოცდის პასუხი, ახლა რჩება შეთანხმების მიღწევა სრ ჯანდაცვის სამინისტროსთან და სომხური ტესტები აღმოჩნდება ლაბორატორიებში.

არაქელიანმა ასევე აღნიშნა, რომ მათ გამოსცადეს ფიზიკის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული სადეზინფექციო მოწყობილობები, აგრეთვე მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქიმიური ფიზიკის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული სადეზინფექციო საშუალებები. მან დასძინა, რომ ისინი აგრძელებენ სამეცნიერო კვლევების ჩატარებას და მუშაობას იმ ქიმიური ნაერთების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.
შეგახსენებთ, რომ სომხური ტესტების წარმოების შესახებ საუბარი დაიწყო მარტში, ხოლო უშუალო წარმოება კი 14 მარტიდან.
1 ივლისის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირდა 26.065 ადამიანი, რომელთაგან 14,563 გამოჯანმრთელდა და 453 გარდაიცვალა. ამჟამად, კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ მკურნალობს 10.900 პაციენტი.

ნახეთ მეტი
Back to top button